ფაქტები კურიერული მომსახურების შესახებ

 

კურიერები ბიზნეს სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. კურიერული მომსახურეობა გზავნილების მიწოდების უსწრაფესი და ხშირ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

 ფუნქციები

კურიერული მომსახურების საშუალებით გზავნილების, შეტყობინებების, ამანათების, წერილებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის – მაგალითად, იურიდიული საბუთებისა და ფულის მიწოდება გაცილებით უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე ტრადიციული ფოსტით.

 ტიპები

არსებობს ადგილობრივი და საერთაშორისო კურიერული მომსახურება. კურიერული მომსახურების აგენტის საქმიანობა შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ წერილების მიწოდებით, ან რამოდენიმე სახეობას ათავსებდეს – წერილებთან ერთად ამანათების და სხვა გზავნილების მიწოდებას. ზოგიერთი აგენტი მომსახურებას ახორციელებს ველოსიპედების, სკუტერების, მიკროავტობუსების, სატვირთო მანქანების და თვითმფრინავების საშუალებითაც კი. ზოგიერთი აგენტი დამოუკიდებელ კონტრაქტორად თანამშრომლობს კომპანიებთან, ზოგიერთი კი – დაქირავებული ხელქვეითია.

 მასშტაბი

ზოგიერთი კურიერული სააგენტო მხოლოდ ერთი ადამიანის საქმიანობაზეა აგებული, რომელიც ფლობს და მართავს კომპანიას ადგილობრივ დონეზე. სხვა სააგენტოებს კი, როგორებიც არიან DHL, UPS ან FedEx ათასობით კურიერი ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზე მოღვაწეობენ.

 ისტორია

კურიერული მომსახურება უკვე ათასწლეულებია არსებობს. თავდაპირველად შიკრიკები ფეხით გადაადგილდებოდნენ, იყენებდნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მტრედების მოშინაურება, შემდეგ კი ისინი ცხენით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ, როგორც მაგალითად, Wells Fargo–ს და Pony Express–ის დროს იყო მიღებული. United Parcel Service, რომელიც UPS–ის სახელწოდებითაცაა ცნობილი, ერთ–ერთი უძველესია ამ სერვისის მიმწოდებელთა შორის. კომპანია 1907 წელს დაარსდა და დღეისათვის მისი ბიზნესი 49 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 მნიშვნელობა

ბიზნესის ბევრი სახეობისთვის აუცილებელია კლიენტებისთვის, იურიდიული სამსახურებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის გზავნილების დროული მიწოდება. ასეთი კომპანიებისთვის კურიერული მომსახურება წარმოების ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

facts